06 12 2019 იმედი 20 00 ტურიზმის დაჯილდოვების მეხუთე საიუბილეო ცერემონია

12/09/2019

პროექტ \"ველქამ თუ ჯორჯია\"-ს ფარგლებში ტურიზმის მეხუთე საიუბილეო ცერემონიას მასპინძლობს. საღამოს ტურიზმისა და მასპინძლობის დარგის 380 მონაწილეს შორის 26 ნომინაციაში გამარჯვებულები გამოვლინდნენ. ღონისძლიებას 700-მდე სტუმარი ესწრება, მათ შორის მთავორიბის და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები. ნათია თურნავა: \"ტურიზმი უკვე ცალსახად იქცა ერთ-ერთ გამომწვევ ძალას ჩვენი ეკონომიკური განვითარების. ჩვენ შარშან მთელი წლის მანძილზე ვუმასპინძლეთ 8.7 მილიონ საერთაშორისო ვიზიტორს და წელს სიამაყით შეგვიძლია ვთქვათ, რომ 11 თვეში შევასრულეთ იგივე რიცხვი. ვფიქრობ, რომ წლის ბოლომდე უფრო გაიზრდება ეს მაჩვენებელი.\" (00:23) მარიამ ქვრივიშვილი: \"ჩვენ მოხარულები ვართ, რომ უკვე ტარდება მეხუთე დაჯილდოების ცერემონიალი, სადაც ყველას ერთად გვაქვს იმის საშუალება, რომ კიდევ ერთხელ გულითადი მადლობა გადავუხადოთ კერძო სექტორს ბიზნესს იმისთვის, რომ წლიდან წლამდე, ერთობლივად ვავითარებთ ტურიზმის ინდუსტრიას.\" (00:46)