საქართველოს პირველი არხი საერთაშორისო ჯილდოს „წლის ლიდერი“ მფლობელი გახდა

28.02.2020 01:13

საქართველოს პირველი არხი შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და ნაციონალური ბიზნეს-რეიტინგების კავშირის ერთობლივი საერთაშორისო ჯილდოს, „წლის ლიდერი“ მფლობელი გახდა. ჯილდო საქართველოს პირველ არხს თავის სფეროში მართვის ეფექტიანობისთვის გადაეცა. ცერემონიაზე ჯილდოები ქართულმა, ყაზახურმა და უკრაინულმა კომპანიებმა მიიღეს. საქართველო ნაციონალური ბიზნეს-რეიტინგების კავშირის წევრი ქვეყანა 2015 წელს გახდა. კომპანიებს საერთაშორისო ჯილდო „წლის ლიდერი“ 2017 წლიდან გადაეცემათ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო