ვიქტორ სანეევი სიდნეიში დაკრძალეს
ემოციური კადრები ავსტრალიიდან და სხვა კონტინენტზე აჟღერებული სიმღერა „საქართველოო ლამაზო“. ქალაქ სიდნეიში დღეს ცნობილი ქართველი სპორტსმენი, ვიქტორ სანეევი დაკრძალეს. სამგლოვიარო ცერემონია საზერლენდში, ოლსენის სამლოცველოში გაიმართა, საიდანაც სამგზის ოლიმპიური და ევროპის არაერთგზის ჩემპიონი და მსოფლიოს სამგზის რეკორდსმენი უკანასკნელ გზაზე გააცილეს. საქართველოს მიერ მე-20 საუკუნის საუკეთესო სპორტსმენად აღიარებული მძლეოსანი ბოლო 29 წლის განმავლობაში ავსტრალიაში ცხოვრობდა. თბილისის საპატიო მოქალაქე და არაერთი ჯილდოს მფლობელი მთელ მსოფლიოში ერთადერთი მძლეოსანი იყო, რომელსაც სამხტომში სამი ოლიმპიური ოქრო აქვს მიღებული. ყველაფერი სოხუმის სკოლა „განთიადში“ ვარჯიშით დაიწყო - მრავალწლიან სპორტულ კარიერაში იყო „არაერთი შეჯიბრება და საერთაშორისო აღიარება, დაივიწყე გუშინდელი შედეგი, გადადე გვერდზე აღებული მედალი და დღესვე შეუდექი ხვალინდელი შეჯიბრისთვის მზადებას,“ - ამ დევიზით ცხოვრობდა ლეგენდარული სპორტსმენი და ამ თვისებას მიიჩნევდა წარმატების მთავარ ფორმულად. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
თბილისში ვიქტორ სანეევის ქუჩა გაიხსნება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გამომშვიდობება ვიქტორ სანეევთან „საქართველო ლამაზოს“ ჰანგებზ...
ამერიკის ხმა
3
Viktor Saneyev ვიქტორ სანეევი - Outstanding Georgian Athlete
Guruli1000
ვიქტორ სანეევის დაკრძალვა
nostalgie georgia
ვიქტორ სანეევის დროება
Droeba • დროება
ვიქტორ სანეევის დროება
Formula News
არ გაჩერდე, საქართველო
GEORGIA NEWS - ახალი ამბები საქართველოდან