სამმხრივი შეხვედრა სოჭში


უკრაინასთან ერთად კიდევ ერთი რეგიონული გამოწვევა - სოჭში სომხეთის და აზერბაიჯანის პირველი პირები ჩავიდნენ.

ვლადიმერ პუტინი ილჰამ ალიევს და ნიკოლ ფაშინიანს ცალ-ცალკე ხვდება, რის შემდეგაც სამმხრივი აუდიენცია იგეგმება. განხილვის მთავარი თემა ყარაბაღის კონფლიქტის გადაჭრის გზების ძიებაა. განიხილება ის სამშვიდობო შეთანხმებები, რომლებიც 2020 წლის შემდეგ მხარეებს შორის გაფორმდა, თუმცა რამდენჯერმე დაირღვა. ბოლო ასეთი შემთხვევა სექტემბრის დასაწყისში მოხდა, რის შემდეგაც სასაზღვრო ზონაში სიტუაცია უკიდურესად გამწვავდა - ორი ქვეყნის საზღვარზე პერიოდულად შეტაკებები ხდება. არ არის გამორიცხული, რომ დღევანდელი მოლაპარაკებები კიდევ ერთი შეთანხმების ხელმოწერით დასრულდეს - სომხეთის და აზერბაიჯანის პირველი პირები სოჭში საკუთარი პირობებით და მოთხოვნებით არიან ჩასულები. კონფლიქტის მოგვარების კონკრეტული წინადადებები აქვს რუსეთის პრეზიდენტსაც. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან