ბზობის დღესასწაული აღინიშნება
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ბზობას აღნიშნავს. სადღესასწაულო ლიტურგია დილიდან ყველა მოქმედ ტაძარში ჩატარდა. სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო ღვთისმსახურებას მეუფე შიო გაუძღვა და 9 აპრილს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდიც გადაიხადა. ბზობა 12 საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია და აღდგომის წინა კვირას აღინიშნება. ამ დღეს ეკლესია მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას იხსენებს. მორწმუნეები ტაძარში ბზის ტოტებით მიდიან, კურთხევის შემდეგ კი სახლში მიაქვთ და მთელი წლის განმავლობაში ინახავენ. ბზობის დღესასწაული იზეიმეს ფოთის საკათედრო ტაძარშიც. სადღესასწაულო ლიტურგია ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა აღავლინა. წირვის დასრულების შემდეგ მეუფემ მრევლს ბზობის დღესასწაული მიულოცა და ქადაგებით მიმართა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ბზობის დღესასწაული
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
MOE: ჭიაკოკონობაზე გარემოს დაბინძურებისათვის ჯარიმა 400-დან...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
მართლმადიდებელი ეკლესია ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ბზობას აღნიშნავს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საკვირაო ქადაგება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მეუფე შიოს ქადაგება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბზობის დღესასწაული
TV IMEDI
ბზობის დღესასწაული
TV IMEDI