ამ წუთებში დედაქალაქის მთავარ გამზირზე ოპოზიციის საპროტესტო აქცია უნდა დაიწყოს

14.11.2020 05:44

ამ წუთებში დედაქალაქის მთავარ გამზირზე ოპოზიციის საპროტესტო აქცია უნდა დაიწყოს. სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების ლიდერები და წარმომადგენლები, საკანონმდებლო ორგანოსთან მხარდამჭერებთან ერთად იკრიბებიან. 8 ნოემბრის მსგავსად, საარჩევნო სუბიექტების წევრები, თანამოაზრეებთან ერთად, პარლამენტთან მსვლელობით მივიდნენ.

საპროტესტო გამოსვლის ორგანიზატორი პოლიტიკური პარტიები, 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების გაუქმებასა და განმეორებითი კენჭისყრის დანიშვნას უკვე განახლებული ცესკო-ს პირობებში ითხოვენ.

სალომე ქოქიაშვილი იმყოფება პარლამენტთან.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
EstateHub