მაჩალიკაშვილების ოჯახის მხარდამჭერი აქცია

25.11.2018 02:33

აქცია იწყება ამ წუთებში დედაქალაქის მთავარ გამზირზე. პარლამენტის შენობასთან მაჩალიკაშვილების ოჯახის მხარდასაჭერად იკრიბებიან. დღეს თემირლან მაჩალიკაშვილს დაბადებიდან 20 წელი შეუსრულდებოდა. სპეციალურად ამ დღისთვის მოსახლეობის ნაწილი პანკისის ხეობიდანაც ჩამოვიდა. მთავარი მოთხოვნები კი ერთი წლის წინ მომხდარი საქმის დროული და ობიექტური გამოძიებაა. ასევე, აქციის მონაწილეები ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვენ, ვინც სოფელ დუისში ჩატარებულ სპეცოპერაციაში მონაწილეობდა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: