რუსეთმა დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობა აღიარა. ვლადიმერ პუტინმა ამის შესახებ უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა და განკარგულებას ხელი მოაწერა. რუსეთის პრეზიდენტმა ასევე გააფორმა „მეგობრობისა და ურთიერთდახმარების შესახებ“ შეთანხმებები დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. ლიდერებთან და გასცა განკარგულება, რომლითაც რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ამ რეგიონებში მშვიდობის შენარჩუნება დაავალა. ერთსაათიანი მიმართვისას, პუტინმა ვრცლად ისაუბრა ნატო-ს გაფართოებაზე და იმაზე, თუ რა საფრთხეებს უქმნის უკრაინაში მიმდინარე მოვლენები რუსეთის ფედერაციას. ვლადიმერ პუტინის თქმით, რუსეთისთვის უკრაინა უბრალოდ მეზობელი ქვეყანა არ არის: „ეს არის ჩვენი საკუთარი ისტორიის, კულტურის სულიერი სივრცის განუყოფელი ნაწილი. ისინი არიან ახლობლები, ჩვენთან სისხლით და ოჯახით დაკავშირებული ადამიანები. თანამედროვე უკრაინა სრულად არის შექმნილი რუსეთის მიერ, უფრო სწორად ბოლშევიკური, კომუნისტური რუსეთის მიერ“ - განაცხადა პუტინმა.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.