ნოდარ რევაზიშვილი — ეს ქვეყანა არის ბუდე, მაგრამ - არა მერცხლის

03/06/2017

გთხოვთ, გამოიწერეთ არხი —    / @doctornina1  
გაეცანით და მოიწონეთ გვერდი —   / mangochemiapoetry  

nodar revazishvili — es qvekana aris bude, magram - ara merckhlis
ნოდარ რევაზიშვილი — ეს ქვეყანა არის ბუდე, მაგრამ - არა მერცხლის

. . .

ვფიქრობ ყვავილებზე,
რომლებსაც გაუმართლათ,
რომლებიც გენიალური მხატვრების
ტილოზე აყვავდნენ
და არასოდეს ემუქრებათ ჭკნობა.

ვფიქრობ ყვავილებზე,
რომლებსაც გაუმართლათ,
რომლებმაც იგრძნეს
შეყვარებული ადამიანების ხელის გულები.

ვფიქრობ ყვავილებზე,
რომლებიც ენარცხებიან ასფალტს,
გზადაგზა, სასაფლაომდე,
რომლებმაც თავადვე იგრძნეს,
რომ არ გაუმართლათ.

ვფიქრობ ყვავილებზე
და იმ ადამიანებზე,
რომლებიც არაფრით განსხვავდებიან
ამ ყვავილებისაგან.

. . .

მახსოვს,
ბავშვობაში გავიგონე,
როგორ უთხრა ერთმა მეზობელმა მეორეს:
ხვალ ოპერაციას ვიკეთებ,
ნაღველი უნდა ამომაჭრანო...
მე კი მიხაროდა
და მჯეროდა,
რომ მეც შევძლებდი,
თუ კი ოდესმე რაიმე დარდი და ნაღველი დამიგროვდებოდა -
ამომეჭრა.
მჯეროდა,
ვიდრე არ გავიზარდე.

. . .

აივლი, უხმოდ, აუყვები სახლამდე აღმართს,
კარგა ხანია, აღარ უთვლი დაღლას ნაბიჯებს.
გამხმარი პურის, ობშეპარულ ნამცეცებს ჰგავხარ
და ომში დაჭრილს, უსიტყვოდ რომ გადააბიჯეს.

აივლი, უხმოდ, აუყვები სახლამდე აღმართს,
ეს შენი გზაა, შენი ჯვარცმა, შენი გოლგოთა.
ხანდახან მაინც ემსგავსები ვიღაცა წარმართს,
ლოცვად და ხატად, ზიარებად, იღებ ლოთობას.

აღსარებად კი, ჩააბარებ ცარიელ ბოთლებს,
ვერ დაივიწყებ იმ მომენტებს შენში უხვად მდგარს
და ვერც იმ გოგოს, შეგაერთა ვინაც იმ ლოთებს,
მაგ მხრების ჩრდილში დაძინება ვისაც უყვარდა.

აივლი, უხმოდ, აუყვები სახლამდე აღმართს,
კარგა ხანია, აღარ უთვლი სიკვდილს ნაბიჯებს.
გამხმარი პურის ობშეპარულ ნამცეცებს ჰგავხარ
და ომში დაჭრილს, უსიტყვოდ რომ გადააბიჯეს.

... ... ... ... ... ... ... ... ... ...

ვიდეოები „ჩემი ცხოვრება"-ისგან