ნიკა ჩერქეზიშვილის ლექსი / პოეზიის საღამო - "მე ჩამოვედი უკანასკნელ გაჩერებაზე" (ვიდეო ლექსით)
გთხოვთ, გამოიწეროთ არხი - / @doctornina1 ასევე გაეცანით ფეისბუქის გვერდს "მანგო ჩემია" - ცხოვრებისეული მიგნებებით სავსე სიღრმისეული პოეზია - https://www.facebook.com/mangochemiap... * * * მე ჩამოვედი უკანასკნელ გაჩერებაზე, სადაც ვერავინ ვერ მიპოვიდა, სადაც არავინ არ დამეძებდა. ავხედე ხეებს, თბილ სიმწვანეს რომ ისრუტავდნენ და იქ დავტოვე თვალები ჩემი. ავადმყოფ წვიმის ცივ სირბილეში გამოვიპარე ხელებიდან, თმები ვერცხლის ქარს შევატოვე. მე მივდიოდი დაუნდობელი სიჯიუტით და სიმსუბუქით, როგორც შურისმაძიებელი. იღვრებოდა წყალი მინდორში, ეცემოდა შუქი მდინარეს, რომლის სახელი აღარავის აღარ ახსოვდა და იმ მდინარის ნაპრალებში ტუჩები და სახე ჩავქოლე. სანამ მდინარე რამეს მეტყოდა მე დავასწარი: გმადლობ, ჩემო მოთმინებავ, რომ მიღალატე! ვისი ხმა ისმის მინდვრის ბოლოდან! მგზავრო, შენ გეძებს ეს მინდორი, დაუსრულებლად რომ იმეორებს ბალახებს და წითელ ყვავილებს, შენ გეძახის დასამშვიდებლად... უკანასკნელ გაჩერებაზე ჩადიან მხოლოდ მთვრალები და მინდვრის მსურველნი. ხის ბოლოდან კი ცა იწყება. ხოლო ცის გულში წმინდა გუმბათი ჩემს ცოდვიან მიწას აშინებს!.. nika cherqezishvilis leqsi / poeziis saghamo - "me chamovedi ukanasknel gacherebaze"
ჩემი ცხოვრება-ის სხვა ვიდეოები
"და ყველაზე მარტივი ჩემთვის არის სხვების დახმარება...
ნანკა კალატოზიშვილი სიმართლეს ამბობს აქციის შესახე...
Max Machaidze — აქცია "ჩვენი თავისუფლებისთვის"
01:23
ბაქარი და თენგოი - 3000 ლარის მოგება — ჩემი ცოლის...
03:35
Nika Machaidze (Nikakoi) feat Tusya Beridze - Walk...
03:31
გემრიელი მჟაუნას სუპის ვიდეო რეცეპტი / gemrieli mj...
30:09
27 თებერვალი — 2019 | დასაწყისი — პირველი ნახევარი...
01:12
ქათმის უგემრიელესი რულეტის ვიდეორეცეპტი / კულინარი...