ექვსი ადამიანი დააკავეს სამართალდამცველებმა ბათუმში ოპოზიციის აქციაზე მომხდარი დაპირისპირების დროს, დაშავდა ერთი პოლიციელიც. აქციის რამდენიმე მონაწილე, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი მოჭიდავეები, აჭარის მთავრობის შენობაში შესვლასა და თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვდნენ, თუმცა სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის ფიზიკური დაპირისპირება ნახევარ საათს გაგრძელდა. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის განცხადებით, დაკავება პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით განხორციელდა. ერთ-ერთი სამართალდამცველი დაპირისპირების დროს შეუძლოდ გახდა და ის ტერიტორიიდან გაიყვანეს. მანამდე კი აჭარის მთავრობის შენობის წინ ოპოზიციამ დღეს კიდევ ერთხელ წარმოადგინა მოთხოვნები, რომელიც პარლამენტისა და უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე არჩევნებს, ასევე ცესკო-სა და უსკო-ს ადმინისტრაციების შეცვლას უკავშირდება. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები უმაღლესი საბჭოს მანდატებზე უარს ამბობენ, სამართლებრივი პროცედურების დაწყებას კი, უმაღლესი საბჭოს პირველივე სხდომის დღეს აპირებენ. ამავე დღეს აანონსებენ საპროტესტო აქციასაც. აჭარის უმაღლეს საბჭოში ბარიერი ორმა პარტიამ - „ქართულმა ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გადალახა. 21 მანდატიდან, 14 - მმართველმა პარტიამ, 7 კი - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოიპოვა.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.