აქცია ბათუმში

29.11.2020 01:10

ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან ოპოზიციის აქცია განახლდა. ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ პროტესტი მანამდე გაგრძელდება, ვიდრე არ იქნება მიღწეული მთავარი მოთხოვნები - საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე არჩევნები, ასევე ცესკო-სა და უსკო-ს ადმინისტრაციის შეცვლა. აქციის ორგანიზატორები მონაწილეებს დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებენ და პირბადეებს უნაწილებენ. ოპოზიციის წარმომადგენლები აჭარის მთავრობის სახლთან აქციებს 8 ნოემბრიდან მართავენ, ადგილზე გაშლილია კარვები, სადაც მთელი ღამის განმავლობაში აქციის რამდენიმე წარმომადგენელი რჩება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: