„აზდაკის ბაღის“ დასის წევრების მოთხოვნა


არაერთი დაპირების მიუხედავად, ინტეგრირებულ თეატრალურ დასს ისევ შენობის პრობლემა აქვს.

თეატრ „აზდაკის ბაღს“ სარეპეტიციო სივრცე დროებით ამჯერად ხორავას თეატრმა გამოუყო.

საუბარია თეატრზე, სადაც სპექტაკლებს პროფესიონალი მსახიობები და შშმ პირები ერთად დგამენ.

სამწლიანი ისტორიის მქონე დასს რამდენიმე ფესტივალშიც აქვს მონაწილეობა მიღებული, თუმცა ახლა მისი არსებობა საფრთხის ქვეშ დგას.

შენობის პრობლემის გადაჭრას ბოლოს თეატრს პარლამენტიდან და თბილისის მერიიდანაც დაჰპირდნენ, თუმცა პირობა პირობად დარჩა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან