კორონავირუსი - შეხვედრა კლინიკური ჯგუფის წარმომადგენლებთან

06.11.2020 06:20

საქართველო და „კოვიდ-19“. ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება რთულდება. ახალი კორონავირუსის გავრცელების კუთხით დღეს მორიგი რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. „კოვიდ-19“ გასული დღე-ღამის განმავლობაში 2775 მოქალაქეს დაუდასტურდა. 24 საათის განმავლობაში დაიღუპა 22 მოქალაქე. ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 1044 თბილისში გამოვლინდა. გაზრდილი მაჩვენებლიდან გამომდინარე არ არის გამორიცხული „კოვიდ“-პაციენტების მართვაში ჩაერთონ სტომატოლოგები და პენსიაზე გასული ექიმები. პანდემიის მართვის საკითხებზე ჯანდაცვის მინისტრი კლინიკური ჯგუფის წევრებს ხვდება. თამარ ნადარეიშვილი გაგვაცნობს შეხვედრის მთავარ თემებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: