მოსალოდნელი შეზღუდვები და კონსულტაციები ბიზნესთან


ურთულესი ვითარების მიუხედავად, ქვეყნის სრული ჩაკეტვა არ იგეგმება. თუმცა, უახლოეს დღეებში მოსალოდნელია წერტილოვანი შეზღუდვების გაფართოება და გამკაცრება. გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, თუმცა, სავარაუდოდ, განიხილება მსხვილ სავაჭრო ცენტრებსა და კაფე-რესტორნებში სამუშაო დღეებისა და საათების შეზღუდვა, ასევე ინფექციისგან დაცვის რეგულაციების გამკაცრება.

მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს ბიზნესსექტორის წარმომადგენლები მივიდნენ. მათ შორის იყვნენ სავაჭრო ცენტრებისა და სარესტორნო ქსელის წარმომადგენლები. დაავადების მასობრივი გავრცელების შენელება ისე, რომ ისედაც დაზარალებული ბიზნესი კიდევ უფრო არ დაზარალდეს და კერძო სექტორში სამუშაო ადგილებიც შენარჩუნდეს - ასეთია მთავრობის მიდგომა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან