უგემრიელესი ხორცის პეროგის რეცეპტი / ugemrielesi khorcis perogis recepti
07/29/2019
ჩემი ცხოვრება-ის
მიერ
სანამ უგემრიელესი ხორცის პეროგის მომზადების ვიდეოს, მის ქვემოთ კი ინგრედიენტებსა და მომზადების წესს გაეცნობთ, გთხოვთ...
გამოიწერეთ არხი — http://tiny.cc/f91a5y
მოიწონეთ კულინარიის გვერდი — http://tiny.cc/n5ri7y
კულინარიის სამყარო — http://tiny.cc/gyrz9y
საღამო მშვიდობისა მეგობრებო ფატი ბერულავას მილიონჯერ გამოცდილი რეცეპტი ნონა დანელიასგან....
უნდა აღინიშნოს, რომ ეს რეცეპტი არის ძალიან გემრიელი, ყოველგვარი ღუმელის გარეშე პირდაპირ ტაფაზე ცხვება და რაც მთავარია მისი მომზადება უმარტივესია.
ინგრედიენტები და მომზადების წესი
ცომი:
250 მლ წყალი
50-60 მლ ზეთი
2,5 ჩ/ჭ ფქვილი
2 ც კვერცხი
გულთავსი:
500 გრ საქონლის ფარში
150 გრ მაგარი ყველი
1 ც სტაფილო
1 ც ხახვი
3-4 ც კიტრის მწნილი
ზევიდან გადასასმელად:
2 ს/კ გამდნარი ნაღების კარაქი
მომზადება
1) პეროგის ცომის უპირატესობაა: სიმარტივე, ადვილად არ იხევა და ყოველთვის გამოდის.
2) საშუალო ზომის სქელძირიანი ქვაბი შემოდგით ცეცხლზე, ჩაასხით წყალი, ზეთი და წამოადუღეთ
3) წყალი რომ წამოდუღდება დაუმატეთ 1 ჭიქა ფქვილი და სწრაფი მოძრაობით მოურიეთ, უნდა შეკრათ გუნდა, ამისათვის საჭიროა ჯერ წყალში კარგად გაიხსნას ფქვილი და შემდეგ დაშუშდეს ძალიან დაბალ ცეცხლზე მუდმივი მორევით.
4) დაშუშებული გუნდა გადმოიტანეთ ჯამზე გაწიეთ გვერდებზე ცოტა ჩაღრმავება გაუკეთეთ და სათითაოდ კვერცხი შეათქვიფეთ, სრიალა პროცესია მაგრამ გამოგივათ.
კვერცხის შეზელასთან ერთად პარალელურად ცოტ ცოტა აყარეთ მოტოვებული ფქვილი და დაიწყეთ ჯამშივე ცომის მოზელა, შემდეგ გადაიტანეთ დაფაზე და ყველა დარჩენილი ფქვილიც შეაზილეთ, ცომი რბილი, ნაზი, ელასტიური უნდა გამოგივიდეთ, ხელზე არ უნდა გეკვროდეთ.
ახლა მოვამზადოთ გულთავსი
1) გახეხილი სტაფილო მოვშუშო დაჭრილ ხახვთან ერთად.
2) შემდეგ, გატარებული ხორცი დავუმატოთ და ისიც მოვშუშოთ, (აქვე 1 ს/კ ფარშის სუნელი ვუქენი ეს რეცეპტში არ იყო მაგრამ ვიცოდი რომ მოუხდებოდა), თქვენ შეგიძლიათ უყოთ მხოლოდ მარილი და შ. პილპილი გემოვნებით.
3)ბოლოს გადმოვიტანოთ ჭურჭელზე და ცოტა ხანი გადავდოთ.
4) მივუბრუნდეთ ცომს ის ორ არათანაბარ ნაწილად უნდა გავყოთ დიდი გუნდა გავაბრტყელოთ 2-3 მმ სისქეზე და ტაფას ამოვუფინოთ ისე რომ გვერდებიც ამოჰყვეს, ხოლო მეორე გუნდას ოდნავ მოგვიანებით ზევიდან გადასაფარებლად გამოვიყენებთ
5) გაბრტყელებული ცომი უნდა ჩავაფინოთ ზეთ მოსმულ 28 დიამეტრის ტაფაში (ჩემი 26 სმ გახლდათ და ცოტა ცომი მომჩა)
6) პირველი ფენა ფარში მოვაფინოთ, მეორე ფენაზე რგოლებად დაჭრილი კიტრის მწნილი და მესამე ფენა იქნება გახეხული ან თხლად დაჭრილი თქვენთვის სასურველი მაგარი ყველი, მე სულგუნი გამოვიყენე. დავაფაროთ გაბრტყელებული, მოტოვებული ცომი და გვერდები მოვუკრათ ანუ შევუწებოთ.
7) დავდგათ ტაფა ძალიან დაბალ ცეცხლზე და შევწვათ, მზაობას მიხვდებით როგორც კი ცომის გვერდები მოშორდება ტაფას უკვე უნდა გადმოატრიალოთ, რომ არ მიიტაცოს ძირი, ამისათვის ოდნავ ზეთით დაისველეთ ხელი, დაადეთ ცომს ხელი ნუ შეგეშინდებათ არ დაიწვებით ზედა მხარე გრილია, გადაატრიალეთ და შეწვით.
სიტყვაზე მენდეთ პეროგი რბილია, კარგად იჭრება და არის ძალიან გემრიელი.
მე კი წარმატებებს გისურვეებთ ყველას უკლებლივ!..