25 წელი სოხუმის დაცემიდან


დღეს 27 სექტემბერია. საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი  ყველაზე მძიმე დღე. სოხუმის დაცემიდან 25 წელი გავიდა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო.

კონფლიქტი ქართულ სამთავრობო ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტულ ძალებს შორის 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა.

საოკუპაციო ძალების მიერ დარღვეულ შეთანხმებას სოხუმზე ფართომასშტაბიანი იერიში, ქალაქის დაცემა და მთავრობის წევრთა ლიკვიდაცია მოჰყვა.

10 ათასზე მეტი დაღუპული სამხედრო და მშვიდობიანი მოქალაქე, დაკარგული ტერიტორიები, 300 ათასზე მეტი დევნილი. ეს რეალობაა 25 წლის შემდეგაც.

სოხუმის დაცემის 25-ე წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს დროშები ყველა სახელმწიფო უწყების შენობაზე დაშვებულია.

გმირთა მემორიალთან დილიდან ხალხმრავლობაა. ადგილზე ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები და ახლობლები იმყოფებიან.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchanne...
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან