25 წელი სოხუმის დაცემიდან
ტრაგიკული თარიღი საქართველოს უახლოეს ისტორიაში. 25 წლის წინ ამ დღეს სოხუმი დაეცა და ქართულ სამთავრობო შენაერთებსა და რუსეთით ზურგგამაგრებულ აფხაზ სეპარატისტებს შორის 13-თვიანი და 13-დღიანი ომი დასრულდა. 27 ივლისს სოჭში გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება წინა შეთანხმებების მსგავსად დროებითი აღმოჩნდა. 16 სექტემბერს სეპარატისტებმა სოხუმზე ყველა მხრიდან მასიური შეტევა დაიწყეს, რაშიც რუსული ავიაციაც ეხმარებოდა. ქართული შენაერთები, რომლებსაც სოჭის შეთანხმების მიხედვით, საბრძოლო ტექნიკის დიდი ნაწილი აფხაზეთიდან უკვე გაყვანილი ჰყავდათ, უთანასწორო ომში დამარცხდნენ. აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე და ადგილობრივი მთავრობის წევრები, რომლებმაც ცეცხლშიგახვეული სოხუმი არ დატოვეს, სეპარატისტებმა ტყვედ ჩაიგდეს და დახვრიტეს. დახოცეს ის ადგილობრივებიც, რომლებმაც ქალაქიდან გასვლა ვეღარ მოასწრეს. ომის მძიმე ქრონიკას გურამ როგავა გაგვახსენებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchanne... გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
25 წელი სოხუმის დაცემიდან
TV IMEDI
25 წელი სოხუმის დაცემიდან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
25 წელი სოხუმის დაცემიდან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#ახალიკვირა 25 წელი სოხუმის დაცემიდან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სოხუმის დაცემიდან 25 წლის შემდეგ - ქართველების და აფხაზების...
TV IMEDI
25 წელი აფხაზეთის ომიდან: ლილის ომი
რადიო თავისუფლება
27 სექტემბერი - 27 წელი სოხუმის დაცემიდან
Formula News
#ახალიკვირა ჟურნალისტების თვალით დანახული ომი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster