მშენებლობის ნებართვის მოთხოვნა
მრავალშვილიანი, სოციალურად დაუცველი ოჯახი ე.წ. დამპალოს სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვას ითხოვს. თამაზ თოიძის განცხადებით, სადავო ტერიტორია, სადაც სამშენებლო ნარჩენების ნაგავსაყრელი იყო, ჯერ საკუთარი ძალებით დაასუფთავა, შემდეგ კი მშენებლობის უფლება ქალაქის მერიას სთხოვა და სიტყვიერი დაპირებაც მიიღო. თუმცა როგორც თავად თოიძე განმარტავს, ერთი კვირის წინ გაარკვია, რომ აღნიშნული ტერიტორია თბილისის მთავრობამ რადიოქარხნის მფლობელებს შესთავაზა. ამის შემდეგ, საცხოვრებელი ააშენა, რომელიც გუშინ ზედამხედველობის სამსახურმა, როგორც თავად ამბობს, გაფრთხილების გარეშე დაუნგრია. საპირისპიროს აცხადებენ თბილისის მერიაში და განმარტავენ, რომ ოჯახს მშენებლობის უფლება არ ჰქონდა. ე.წ. დამპალოს სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე თამაზ თოიძესთან ერთად მშენებლობის უფლებას კიდევ 165 ოჯახი ითხოვს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
საია-ს განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ბუდაპეშტის“ მეწილეების მოთხოვნა და გამოხმაურება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აქცია თბილისის მერიასთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აქცია მერიასთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ენმ-მ ვიცე-მერისა და საკრებულოს წევრის შესაძლო კორუფციულ გარ...
Radio Atinati
მიმართვა თბილისის მერიას
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საპროტესტო აქცია თბილისის ზღვაზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აქცია მშენებლობის წინააღმდეგ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster