#მადლობათავისუფლებისთვის-მარნეულში 9 აპრილის გმირები გაიხსენეს
04/08/2019
მარნეულის მუნიციპალიტეტში, საქართველოში, 30 წლის წინ განვითარებული მოვლენები გაიხსენეს. სოფელ წერეთელში თემატური ღონისძიებებით გაიხსნა 9 აპრილის სახელობის ახალი კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცე.
ახლადგახსნილ სკევრში, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა, საქართველოს პარლამენტში მარნეულის მაჟრიტარმა დეპუტატმა, თამაზ ნავერიანმა, მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ზაურ ტაბატაძემ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა, გვირგვინით შეამკეს 9 აპრილის მემორიალი და პატივი მიაგეს გმირების ხსოვნას. ადგილზე აღევნილა დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პარაკლისი, გაიმართა შესაბამისი ვიდეო-მასალის ჩვენება, სადაც ახალგაზრდებმა დამოუკიდებელ და თავისუფალ საქართველოში დაბადებისა და ცხოვრების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ღონისძიების დასასრულს ცაში სიმბოლურად 21 ფრანი გაუშვეს.
აღსანიშნავია, რომ 1989 წლის 9 აპრილს გამთენიისას, საბჭოთა არმიამ, რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მშვიდობიანი აქცია დაარბია, დაიღუპა 21 ადამიანი და ათასობით მოქალაქე დაშავდა.
#მადლობათავისუფლებისთვის
#9აპრილიმარნეულში
#სახელმწიფორწმუნებული2019
#შოთარეხვიაშვილი2019