ერევანში, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით, ოპოზიციის საპროტესტო აქცია იწყება. დემონსტრანტები ფაშინიანს სახელმწიფო ინტერესების ღალატში და ტერიტორიების დათმობაში სდებენ ბრალს. თავად პრემიერ-მინისტრი კი კვლავ ამტკიცებს, რომ ზავის გამოცხადების გარდა სხვა გზა არ ჰქონდა, რადგან სომხეთის არმია ალყაში მოექცეოდა. სომხეთის მთავრობის მეთაურის თქმით, ყარაბაღის შესახებ ხელმოწერილი დოკუმენტი, საკითხის საბოლოო გადაწყვეტას არ გულისხმობს. 9 ნოემბრის შეთანხმებაზე კომენტარი გააკეთეს მოსკოვშიც. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ მთიანი ყარაბაღის სტატუსი მას შემდეგ განისაზღვრება, რაც რეგიონში იძულებით გადაადგილებული პირები და დევნილები დაბრუნდებიან. დღესვე ცნობილი გახდა, რომ ერევნისა და სომხეთის საჰაერო სივრცე არასაფრენ ზონად გამოცხადდა, რასაც სომხეთისა და რუსეთის შეიარაღებული ძალები გააკონტროლებენ.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.