შეწყვეტილი ომი - დაპირისპირება ერევანში

11.11.2020

ერევანში მიმდინარე აქციაზე 129 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი პოლიცია ავრცელებს. ამასთან, როგორც სამართალდამცავ ორგანოებში იუწყებიან, 41 მათგანი უკვე გაათავისუფლეს. ერევანში საპროტესტო აქცია ამ წუთებშიც გრძელდება. დემონსტრანტები პარლამენტის შენობისკენ მიემართებიან, სადაც საგანგებო სხდომის ჩატარებასა და პრემიერ-მინისტრის გადაყენების საკითხის დაყენებას მოითხოვენ. დემონსტრაციაში მონაწილე პარტიების ნაწილი სომხეთის პრეზიდენტს მიმართავს, გამოიყენოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლება და გარდამავალი მთავრობა ჩამოაყალიბოს. აქციის მონაწილეები ნიკოლ ფაშინიანს სახელმწიფო ინტერესების უგულებელყოფასა და აზერბაიჯანისთვის ტერიტორიების გადაცემაში ადანაშაულებენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: