ირაკლი ჩიქოვანი: "ოცნება" საარჩევნო უბენებზე "მონოპოლიის" მოპოვებას ცდილობს

08/21/2016
Radio Atinati-ის მიერ

\"თავისუფალი დემოკრატების\" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზუგდიდში ირაკლი ჩიქოვანმა დღეს საგანგებო ბრიფინგი გამართა. მისი მტკიცებით, საარჩევნო უბნებზე კომისიის წევრები, რომლებიც პროფესიულ წევრებს წარმოადგენენ, \"ქართული ოცნებამ\" შეარჩია. მან ბრიფინგზე ჟურნალისტებს სია წარუდგინა, სადაც აღნიშნული წევრები უკვე შეარჩიეს და რეკომენდატორად ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები მიუთითეს. ის ადგილობრივ ხელისუფლებას და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს საარჩევნო პროცესების უხეშ ჩარევაში ადანაშაულებს.

\"ხელისუფლებას სურს მოიპოვოს და შეინარჩუნოს მონოპოლია იმ გადაწყვეტილებაზე, რომელსაც მიიღებს საუბნო საარჩევნო კომისია. არის სია, სადაც რეკომენდატორებად კონკრეტული ადამიანები არიან მითითებულები. მაგრამ არის სიები, სადაც ეს ველი ცარიელია, თუმცა გვაქვს ზუსტი ინფორმაცია, რომ აქ მოიაზრებიან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა გოგია და ვინმე გრიხა მიქავა. ამ ყველაფერში კი სუს-ის ადგილობრივი ხელმძღვანელი გოგი ნაჭყებიაა გარეული\", -აღნიშნა ჩიქოვანმა.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ადგილობრივ და საერთაშორისო საზოგადოებრივ ორგანიზაციის წარმომადგენლებს მოუწოდებს დაინტერესდნენ აღნიშნული საკითხით და დაესწრონ კომისიის სხდომებს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა გოგია ოპოზიციური პარტიის ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს და აცხადებს, რომ პარტია მსგავსი თემების გაჟღერებით პოლიტიკური ქულების მოპოვებას ცდილობს.

რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook:   / rado.atinati.  .
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან