იტალიის პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება

15.07.2022 00:58

პოლიტიკური კრიზისის გამო, იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს, თუმცა, პრეზიდენტმა მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. პრეზიდენტმა დრაგის მოუწოდა, პოლიტიკური სიტუაციის მკაფიო სურათის მისაღებად, პარლამენტს მიმართოს. მედიის ცნობით, დრაგის მთავრობა სენატში უნდობლობის გამოცხადებას გადაურჩა, თუმცა, მისი მთავრობის მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა მას შემდეგ, რაც „5 ვარსკვლავის მოძრაობამ“ ენერგეტიკის საკითხზე კანონპროექტის კენჭისყრას ბოიკოტი გამოუცხადა. „5 ვარსკვლავის მოძრაობა“ კოალიციის მთავარი მოკავშირეა. როგორც დასავლური მედია წერს, კენჭისყრაში მონაწილეობაზე „5 ვარსკვლავის მოძრაობის“ წევრების უარი ენერგეტიკის ფასების მკვეთრ ზრდასთან დაკავშირებით შეღავათების კანონპროექტთან წინააღმდეგობას უკავშირდება. ეს კენჭისყრა მთავრობისადმი ნდობის საკითხს უკავშირდებოდა. მედია წერს, რომ დრაგიმ 172 ხმა მიიღო 39-ის წინააღმდეგ, მაგრამ ბოიკოტი მისი მთავრობისთვის აშკარა საფრთხეს წარმოადგენს . ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

მიგრანტების გემი იტალიის სანაპიროსთან

მიგრანტების გემი იტალიის სანაპიროსთან

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საზღვარგარეთ სამუშაო მივლინებები და სასწავლო ვიზიტები დროებით იზღუდება
02:17

საზღვარგარეთ სამუშაო მივლინებები და სასწავლო ვიზიტები დროები...

Georgian Government

უკრაინაში ომის დასრულების მოთხოვნით, იტალიაში აქცია გაიმართა
00:43

უკრაინაში ომის დასრულების მოთხოვნით, იტალიაში აქცია გაიმართა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ელჩების განცხადება
01:23

ელჩების განცხადება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

იტალიაში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით 168 ადამიანი დაიღუპა

იტალიაში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით 168 ადა...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

იტალია „წითელ ზონად“ გამოცხადდა

იტალია „წითელ ზონად“ გამოცხადდა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

სოფლის განვითარების ფონდის მმართველი საბჭოს 42-ე სესია
01:20

სოფლის განვითარების ფონდის მმართველი საბჭოს 42-ე სესია

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კატეგორიულად აფრთხილებს, დაიცვან თვითიზოლაციის წესები
02:15

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კატეგორიულად...

Georgian Government

ყველა ვიდეო