იტალიის პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება
პოლიტიკური კრიზისის გამო, იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს, თუმცა, პრეზიდენტმა მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. პრეზიდენტმა დრაგის მოუწოდა, პოლიტიკური სიტუაციის მკაფიო სურათის მისაღებად, პარლამენტს მიმართოს. მედიის ცნობით, დრაგის მთავრობა სენატში უნდობლობის გამოცხადებას გადაურჩა, თუმცა, მისი მთავრობის მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა მას შემდეგ, რაც „5 ვარსკვლავის მოძრაობამ“ ენერგეტიკის საკითხზე კანონპროექტის კენჭისყრას ბოიკოტი გამოუცხადა. „5 ვარსკვლავის მოძრაობა“ კოალიციის მთავარი მოკავშირეა. როგორც დასავლური მედია წერს, კენჭისყრაში მონაწილეობაზე „5 ვარსკვლავის მოძრაობის“ წევრების უარი ენერგეტიკის ფასების მკვეთრ ზრდასთან დაკავშირებით შეღავათების კანონპროექტთან წინააღმდეგობას უკავშირდება. ეს კენჭისყრა მთავრობისადმი ნდობის საკითხს უკავშირდებოდა. მედია წერს, რომ დრაგიმ 172 ხმა მიიღო 39-ის წინააღმდეგ, მაგრამ ბოიკოტი მისი მთავრობისთვის აშკარა საფრთხეს წარმოადგენს . ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
მიგრანტების გემი იტალიის სანაპიროსთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საზღვარგარეთ სამუშაო მივლინებები და სასწავლო ვიზიტები დროები...
Georgian Government
უკრაინაში ომის დასრულების მოთხოვნით, იტალიაში აქცია გაიმართა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ელჩების განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
იტალიაში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით 168 ადა...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
იტალია „წითელ ზონად“ გამოცხადდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სოფლის განვითარების ფონდის მმართველი საბჭოს 42-ე სესია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კატეგორიულად...
Georgian Government