აღკვეთის ღონისძიება


„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის ბანერზე თავდასხმის ფაქტზე დაკავებულ პირს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ბრალდებულს გამოძიება საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვას ედავება, რომელიც 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს, ხოლო ბანერის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ოფისის ფასადზე განთავსებული ბანერის მიმართულებით, ავტომანქანიდან პნევმატური იარაღით რამდენიმე გასროლა მოახდინა. დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას სამართალდამცავებმა პნევმატური პისტოლეტი, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 179 ცალი საბრძოლო ვაზნა და ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა” ამოიღეს. საქმეზე გამოძიება გრძელდება.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან