საგანგებო სიტუაციების სამსახური ზაფხულის სეზონისთვის მზადაა


შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური 2023 წლის ზაფხულის სეზონისთვის მზად არის. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ღონისძიების ფარგლებში, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, გამოფენილი იყო როგორც სახმელეთო, ასევე, საზღვაო სპეციალური ტექნიკა და აღჭურვილობა.

ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ, ადგილზე მოეწყო წყალზე სამაშველო ოპერაციის სიმულაცია, რომელშიც პირად შემადგენლობასთან ერთად, სპეციალური ტექნიკა იყო ჩართული. სეზონის გახსნის ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილეები და სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან