საბერძნეთში ტყის ხანძარს ებრძვიან
ათენთან ახლოს მდებარე მთა იმეტის მიდამოებში ტყის ხანძარს ებრძვიან. ხანძარი ტყეში გასულ დღეს გაჩნდა, რომლის გავრცელებასაც ძლიერმა ქარმა შეუწყო ხელი. სახანძრო სამსახურის ცნობით, ხანძარმა ორი საცხოვრებელი სახლი და რამდენიმე ავტომანქანა დააზიანა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ათენიდან 20 კილომეტრის დაშორებით მდებარე დასახლებებიდან – გლიფადან და ვოულადან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. ხანძრის ჩასაქრობად ადგილზე 130 მეხანძრე, ექვსი სახანძრო თვითმფრინავი და ოთხი ვერტმფრენია მობილიზებული. ზაფხულის ამ პერიოდში საბერძნეთში ხშირია ტყის ხანძრების გავრცელება, რასაც ჰაერის მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარიც უწყობს ხელს. გასულ წელს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ტყის ხანძრებმა სამასი ათასამდე აკრის ოდენობის ტერიტორია გაანადგურა და ათეულობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
საბერძნეთში ტყის ხანძარს ებრძვიან 13.08.2018
Tv Dia
ევროპის კონტინენტზე ტყის ხანძრები მძვინვარებს
Euronews Georgia
მასშტაბური ხანძრები მსოფლიოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საბერძნეთში ტყის ხანძრებს ებრძვიან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ხანძარი საბერძნეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ხანძარი საბერძნეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მაღალი ტემპერატურა და მასშტაბური ხანძრები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საბერძნეთში ტყის ხანძრის შედეგად სულ მცირე 74 ადამიანი დაიღუ...
PalitraNews