ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

22.08.2020 05:19

პირველი შემთხვევა, როდესაც კოვიდ-19 საქართველოში თვე-ნახევრის ჩვილს დაუდასტურდა. მცირეწლოვანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მას ვირუსი მსუბუქი ფორმით აღენიშნება. ინფიცირებულები არიან ჩვილის მშობლებიც, თუმცა ვირუსი თავდაპირველად სწორედ ბავშვს გამოუვლინდა. რა ვითარებაში გადაედო მას კოვიდ-19,  ჯერჯერობით უცნობია. რაც შეეხება დღეს აღრიცხულ შემთხვევებს, ერთის ინფიცირების წყარო ისევ დაუდგენელია, ერთი კი - სამედიცინო პერსონალია, ბოლო 24 საათში კორონავირუსის დიაგნოზით სხვადასხვა კლინიკაში ცხრა მოქალაქე შეიყვანეს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
SkillHub