ქალის ხმა გადამწყვეტია
რაჭაში, ქალაქ ამბროლაურის ცენტრში ბანერი #ქალისხმაგადამწყვეტია ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო ადგილზეა გაკრული. ტილო, რომელიც მხატვარმა ზალიკო სულაკაურმა შექმნა მწერლისა და საბას პრემიის ლაურეატის, ანა კორძაია–სამადაშვილის საჯარო ლექციაზე გამოკვეთილი 'მესიჯებით' ადგილობრივ ქალებსა და კაცებს, მოხუცებსა და ახალგაზრდებს თავიანთ აქტიურ საარჩევნო უფლებას შეახსენებს. „რა შეგვიძლია, როგორ შეგვიძლია, რატომ შეგვიძლია“- სწორედ ამ სათაურით გაიმართა გასულ თვეში ამბროლაურის კულტურის ცენტრში საჯარო ლექცია, რომელსაც ანა კორძაია-სამადაშვილი უძღვებოდა. ლექციის მიზანი იყო ამომრჩეველი ქალების გააქტიურება, გამოიყენონ მათი საარჩევნო ხმის უფლება, რაც მნიშვნელოვან ბერკეტს წარმოადგენს პოზიტიური ცვლილებების მისაღწევად. ამჯერდა კი, კულტურის ცენტრში შეკრებილმა ქალებმა ნახეს ფილმი „სუფრაჟისტები“, რომელშიც ბრიტანელი ქალების ხმის მიცემის უფლებისათვის ბრძოლის შესახებაა მოთხრობილი. ფილმის ბოლოს რეჟისორმა და დრამატურგმა თამარ ბართაიამ უპასუხა დარბაზის შეკითხვებს და ყურადღება გაამახვილა ქალების, როგორც ამომრჩევლების პასუხისმგებლობაზე ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში. ღონისძიებები გაიმართა პროექტის "ქალის ხმა გადამწყვეტია" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ, ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის „საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის“ მხარდაჭერით რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში, ქალაქ ამბროლაურში. პროექტის მიზანია ქალაქ ამბროლაურში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველ ქალთა მონაწილეობის გაზრდა. ავტორი: სალომე მოდებაძე
WIC ORG-ის სხვა ვიდეოები
01:14
კლაუდია რუში და ანა კორძაია–სამადაშვილი
04:05
ხელოვანები მარტოხელა დედების მხარდასაჭერად
01:08
ოჯახში ძალადობა
04:56
თავდაცვის უწყება გენდერული პრინციპების დაცვის კუთხ...
07:17
აშშ-ს ელჩი გამოფენაზე "დამფუძნებელი კრების წევრი ქ...
11:05
ელენე რუსეცკაია გამოფენაზე "დამფუძნებელი კრების წე...
03:52
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გამოფენაზე "დამფუძ...
02:51
ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი სამუშაო შეხვედრა
მსგავსი ვიდეოები
ქალის ხმა პარტიაში - თამარ კობერიძე
Win With Women
ქალის ხმა არჩევნებში - ახალციხეში გენდერულ გამოწვევებზე იმსჯ...
მეცხრე არხი ახალციხე
„ქალის ხმა არჩევნებში“ - USAID და IFES მხარდაჭერით განხორციე...
Ajara TV
,,ქალის ხმა" კონფლიქტის ზონიდან - გორელმა საზოგადოებამ მოისმ...
Nino Chibchiuri
გესმით ქალის ხმა? ბაია პატარაია რვა მარტის აქციაზე
Georgian Women's Movement
"მეტი ქალის ხმა ადგილობრივ თვითმართველობაში".
LDA Georgia
აქცია 'ქალის ხმა' მთავრობის ადმინისტრაციასთან. 21.10.2014
netgazeti ge
მეტი ქალის ხმა ადგილობრივ თვითმმართველობაში; ქალთა ეკონომიკუ...
LDA Georgia