© - https://mtisambebi.ge/ - საქართველო-სომხეთის საზღვართან მდებარე პატარა სოფელი სამება ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც 13 თებერვალს, იქ მომხდარმა ძლიერმა მიწისძვრამ დიდი ქალაქები - თბილისი და ბათუმიც შეაზანზარა. მიწისძვრას სოფელში ადგილობრივი ხელისუფლებიდან სატელეფონო ზარიც მოჰყვა - ვინმე ხომ არ მოკვდა, რამე ხომ არ დაინგრა.