დაშავებული მოზარდის მდგომარეობა

09.03.2019 01:31

ჭყონდიდელის ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირების დროს დაჭრილ მოზარდს საავადმყოფოდან დღეს გაწერენ. ექიმების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. პაციენტს დღეს შესაბამისი კვლევები ჩაუტარდა, რის შემდეგაც, მედიკოსებმა მისი სამედიცინო დაწესებულებიდან გაწერის გადაწყვეტილება მიიღეს. ამ წუთებში 16 წლის მოზარდი პირველი სამედიცინო ცენტრის ქირურგიულ განყოფილებაშია მოთავსებული. ექიმების განცხადებით, ის საავადმყოფოში ერთ-ერთმა თვითმხილველმა მიიყვანა. მოზარდს მუცლის ღრუში ცივი იარაღით შემავალი ჭრილობა აღენიშნებოდა, დაზიანებული იყო მსხვილი და წვრილი ნაწლავი, რის გამოც მას სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა. ჭყონდიდელის ქუჩაზე სკოლის მოსწავლეებს შორის დაპირისპირება 2 მარტს მოხდა. განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დაკავებულია არასრულწლოვანი, რომელმაც, გამოძიების ინფორმაციით, კონფლიქტის დროს სამ არასრულწლოვანს ცივი იარაღით სხეულზე მრავლობითი დაზიანებები მიაყენა. ორი არასრულწლოვანი პირველადი სამედიცინო დახმარების შემდეგ კლინიკიდან გაეწერა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ავარიისას დაშავებული მოზარდის მდგომარეობა
01:10

ავარიისას დაშავებული მოზარდის მდგომარეობა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

თვითმკვლელობის მცდელობისას დაშავებული მოზარდის მდგომარეობა, კვლავ მძიმეა
01:10

თვითმკვლელობის მცდელობისას დაშავებული მოზარდის მდგომარეობა,...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

15 წლის დაშავებული მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია
03:20

15 წლის დაშავებული მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ კ...

TV IMEDI

ვაკის პარკში დაშავებული მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა
01:41

ვაკის პარკში დაშავებული მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

15 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა
01:44

15 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

გადარჩენილი მოზარდის მდგომარეობა
01:26

გადარჩენილი მოზარდის მდგომარეობა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

შემთხვევა თბილისში, ბაგრატიონის ქუჩაზე
01:00

შემთხვევა თბილისში, ბაგრატიონის ქუჩაზე

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

უბედური შემთხვევა ვაკის პარკში - გამოკითხვები პოლიციაში
07:25

უბედური შემთხვევა ვაკის პარკში - გამოკითხვები პოლიციაში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო