15 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა

17.12.2019 01:44

თვითმკვლელობის მცდელობისას დაშავებული 15 წლის მოზარდის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, - განცხადებას ამის შესახებ პაციენტის მკურნალობაში ჩართული  ისრაელიდან მოწვეული ექიმი აკეთებს. ზიონ ზიბლის თქმით, მომდევნო 4-5 დღე იქნება გადამწყვეტი იმის გასაგებად, შეძლებს თუ არა პაციენტი მიღებული ტრავმის დაძლევას. 15 წლის მოზარდს ტვინის შეშუპება დაეწყო, რის გამოც გუშინ საღამოს იაშვილის კლინიკაში მას ოპერაცია ჩაუტარდა. მოზარდმა თვითმკვლელობა 12 დეკემბერს სცადა. შემთხვევა დიღმის მასივში მოხდა. მას წინ უძღოდა „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოწმის სახით მოზარდის დაკითხვა პოლიციის განყოფილებაში. როგორც ადვოკატი აცხადებს, მასზე დაკითხვის დროს განხორციელდა ფსიქოლოგიური ზეწოლა. მისივე ინფორმაციით, სამართალდამცველები მოზარდს ხულიგნობის აღიარებას სთხოვდნენ. ადვოკატის განცხადება კატეგორიულად უარყვეს შსს-ში. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პოლიციელების მხრიდან არასრულწლოვანის მიმართ ჩვენების მიცემის იძულების შესაძლო ფაქტზე გამოძიება დაიწყო. გამოძიების დასრულებამდე საქმესთან შემხებლობაში მყოფ სამართლადამცავებს უფლებამოსილება შეჩერებული აქვთ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

15 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია
01:12

15 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

15 წლის დაშავებული მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია
03:20

15 წლის დაშავებული მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ კ...

TV IMEDI

სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დასკვნა
04:55

სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დასკვნა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

#მოამბე 12 საათზე, 15 დეკემბერი, 2019 #LIVE
16:27

#მოამბე 12 საათზე, 15 დეკემბერი, 2019 #LIVE

პირველი არხი - LIVE

სექსუალური ხასიათის დანაშაული არასრულწლოვნის მიმართ
00:47

სექსუალური ხასიათის დანაშაული არასრულწლოვნის მიმართ

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

15 წლის მოზარდის საქმე, რომელიც ბათუმში სიმაღლიდან ვარდნის შედეგად დაიღუპა

15 წლის მოზარდის საქმე, რომელიც ბათუმში სიმაღლიდან ვარდნის შ...

მთავარი არხი • Mtavari Arkhi

15 წლის მოზარდის სამი საქმე და ერთი ბრალდებული - რა მოხდა ტრაგედიამდე და ვინ, სად დაუშვა შეცდომა?
18:16

15 წლის მოზარდის სამი საქმე და ერთი ბრალდებული - რა მოხდა ტრ...

TV IMEDI

მოზარდის გარდაცვალების საქმეს სახალხო დამცველი სწავლობს
05:38

მოზარდის გარდაცვალების საქმეს სახალხო დამცველი სწავლობს

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო