რეგიონებში ხმის მიცემის პროცესი გრძელდება

31.10.2015 00:56

რეგიონებში ხმის მიცემის პროცესი გრძელდება. საგარეჯოსა და მარტვილში მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით პარლამენტის შუალედური არჩევნები მიმდინარეობს.

დმანისის, ვანის, ხობის და საგარეჯოს ადგილობრივ საარჩევნო ოლქებში კი - საკრებულოს შუალედური არჩევნები.

რეგიონებში საარჩევნო უბნები 8 საათიდან გაიხსნა. ამ დორისთვის ხმის მიცემის პროცესი, შეუფერხებლად, მცირედი ხარვეზებით მიმდინარეიობს. ადგილობრივებს საკუთარი არჩევანის გაკეთება საღამოს 8 საათამდე შეეძლებათ.

საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებზე საგარეჯოს საარჩევნო ოლქში რეგისტრირებულია 5 კანდიდატი, ხოლო მარტვილის საარჩევნო ოლქში – 2 კანდიდატი.

რაც შეეხება საკრებულოს შუალედურ არჩევნებს, კერძოდ, საგარეჯოს საარჩევნო ოლქის #12 ჩაილურის თემში არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს 4 კანდიდატი, დმანისის საარჩევნო ოლქის დიდი დმანისის თემში - 1, ვანის საარჩევნო ოლქში - 3, ხოლო ხობში, გურიფულის თემში – 2 კანდიდატი.

გაზიარება:
Mankanebi

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო