ბიძინა გეგიძის გამოკითხვა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბიძინა გეგიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური შვიდსაათიანი გამოკითხვის შემდეგ, გვიან ღამით დატოვა. „ქართული ოცნების“ დეპუტატი საგამოძიებო უწყებაში მოწმის სტატუსით, 2018 წელს დაწყებული საქმის გამოძიების ფარგლებში იმყოფებოდა. ანტიკორუფციული სააგენტო დაინტერესებული იყო გეგიძის 2014-2016 წლებში „საქართველოს ფოსტაში“ საქმიანობით, როდესაც ის ფოსტის გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. კერძოდ, მასთან კითხვები ფოსტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის წესით გაყიდვასთან დაკავშირებით ჰქონდათ. გეგიძეს კი მიაჩნია, რომ აუქციონის პროცესზე „საქართველოს ფოსტის“ ვერცერთი თანამშრომელი გავლენას ვერ მოახდენდა. როგორც დეპუტატი აცხადებს, მას სუს-ში მისვლა კვლავ მოუწევს, ვინაიდან გამოკითხვის ოქმზე ხელი ჯერ არ მოუწერია. მისი განმარტებით, გამოძიებისთვის გაცემულ პასუხებში, საკუთარი აზრის სწორი ფორმულირების მიზნით, ცვლილებების შეტანა სურს. ბიძინა გეგიძე მისი წარსული საქმიანობის შესახებ გამოძიების დაინტერესებას პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს. დატოვებს თუ არა ის მმართველ გუნდს - დეპუტატის განმარტებით, ეს პარლამენტის იმ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, რომელსაც საკანონმდებლო ორგანო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სიასთან დაკავშირებით მიიღებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ბიძინა გეგიძე გამოკითხვაზე დაბარებას პოლიტიკურ საქმიანობას უ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბიძინა გეგიძის ბრიფინგი
TV IMEDI
ბიძინა გეგიძის ბრიფინგი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბიძინა გეგიძე კახა კალაძის განცხადებას პასუხობს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
"ქართული ოცნების" ვაკის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატის ბიძ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უარი პროპორციულთან მიახლოვებულ მოდელს - ბიძინა გეგიძის პოზიც...
Ajara TV
"ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ბიძინა გ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბიძინა გეგიძე მერაბ ბოლქვაძეს შეხვდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster