ბიძინა გეგიძე გამოკითხვაზე დაბარებას პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს

19.08.2019 01:46

პარლამენტის წევრი, „ქართული ოცნების“ დეპუტატი ბიძინა გეგიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მის გამოკითხვაზე დაბარებას მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს. ამის შესახებ მან სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. სუს-ში დღეს განაცხადეს, რომ ბიძინა გეგიძის გამოკითხვაზე დაბარება მის წინა სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირდება. მათი ინფორმაციით, ანტიკორუფციულ სააგენტოში 2018 წლის 2 აგვისტოდან მიმდინარეობს გამოძიება, რომლის ფარგლებშიც ბიძინა გეგიძე მოწმის სახით გამოკითხვაზე დაიბარეს. გეგიძის განცხადებებს პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა. წვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: