ევროპის მაუწყებელთა კავშირი სტატიას აქვეყნებს
04/10/2019
ევროპის მაუწყებელთა კავშირის შეფასებით, საზოგადოებრივი მაუწყებლებისთვის გასართობი და სპორტული კონტენტი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
„იბიუ“-ს იურიდიული და პოლიტიკის დეპარტამენტი აქვეყნებს სტატიას, რატომ არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რომ საზოგადოებრივ მაუწყებლებს გასართობი და სპორტული გადაცემები ჰქონდეთ.
სტატიაში აღნიშნულია, რომ გასართობი გადაცემები ევროპის მაუწყებელთა კავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს საზოგადოებრივი მედიის კომპეტენციაშია.
სტატიის თანახმად, გასართობი გადაცემები აერთიანებს ყველა ასაკის, კულტურის ადამიანებს და იძლევა საერთო გამოცდილების შეძენის შესაძლებლობას, რაც საკმაოდ იშვიათია დღევანდელ დანაწევრებულ საზოგადოებაში და სწორედ ამ მიზეზით, ძალიან მნიშვნელოვანია.
„საზოგადოებრივმა მედიამ უნდა მოხიბლოს ყველა ტიპის აუდიტორია და შეინარჩუნოს მისი როლი საზოგადოებაში, შესთავაზოს საზოგადოებას სახალისო ან გასართობი, ასევე კულტურული გადაცემები ყველა პლატფორმაზე და ყველა ფორმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, საზოგადოებრივი მედია ხდება მარგინალიზებული ნიშა“ - წერია სტატიაში.
ამავე სტატიაში საუბარია სპორტული გადაცემების აუცილებლობაზეც.
„ყველა მოქალაქეს აქვს უფლება, ჰქონდეს წვდომა სპორტულ გადაცემებზე, კერძოდ, ეროვნული მნიშვნელობის მოვლენებზე და საუკეთესო გზა ყველაზე ფართო აუდიტორიაზე გასასვლელად საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერია. სპორტული შინაარსის გადაცემები უბიძგებს მოქალაქეებს, მიყვნენ ჯანსაღ ცხოვრებას სხვადასხვა სპორტული აქტივობებით. ევროკომისიამ ევროკავშირის სახელმწიფო დახმარების მონიტორინგის როლში დაადგინა, რომ სამაუწყებლო დროის 10% სპორტულ გადაცემას უნდა დაეთმოს,“ – აღნიშნულია ევროპის მაუწყებელთა კავშირის სტატიაში.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.