უკრაინა რუსული ინტერვენციის ზღვარზე - „მოამბე“ კიევიდან


უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების მობილიზების გამო, ორ ქვეყანას შორის მდგომარეობა კვლავ დაძაბულია. უკრაინის საზღვართან 100 000-მდე რუსი ჯარისკაცი იმყოფება. სიმშვიდისაკენ მოუწოდებს საკუთარ მოქალაქეებს პრეზიდენტი ზელენსკი, რომელიც დასავლეთის რეაქციით უკმაყოფილოა. ოფიციალურ მოსკოვს კი კიევიდან მიმართეს, რომ ომზე ფიქრის ნაცვლად, უმჯობესია საკუთარ ხალხზე იზრუნოს. ეს განცხადება დღეს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა. აღმოსავლეთ ევროპაში ჯარების გაორმაგებასა და დამატებითი სამხედრო ტექნიკის გაგზავნას გეგმავს დიდი ბრიტანეთი, ბორის ჯონსონი ამბობს, რომ ეს რუსეთისათვის მკაფიო გზავნილი იქნება.

რა ხდება ამ დროისათვის უკრაინაში, -  ლევან ახალაია, გიორგი კიკვაძე და ირაკლი გედენიძე - ბოლო ინფორმაციით კიევიდან.


ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან