ვითარება აფრიკის დასახლებაში


აფრიკის დასახლებაში, სადაც შენობა-ნაგებობების დემონტაჟი განხორციელდა, დღეს სამოქალაქო აქტივისტები მივიდნენ. მათი თქმით, ხვალიდან მერია დემონტაჟის ახალი ტალღის დაწყებას გეგმავს. შეკრებილებმა ადგილობრივებს მხარდაჭერა აღუთქვეს. დასახლების მცხოვრებლების განმარტებით, მათ სახლის დემონტაჟისთვის მიცემული ვადა დღეს ეწურებათ, თუმცა საკუთარი ნებით შენობების დანგრევას არ აპირებენ და აცხადებენ, რომ სხვა წასასვლელი არ აქვთ.  ამასთან, როგორც დედაქალაქის მთავრობაში აცხადებენ, იმ სახლების დემონტაჟი, სადაც მოქალაქეები უკვე ცხოვრობენ, მერიას არ ეხება და საკითხის გადაწყვეტა აღსრულების ბიუროს კომპეტენციაა.  

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან