ევროპის მაუწყებელთა კავშირის წარმომადგენლები პირველ არხზე
ევროპის მაუწყებელთა კავშირის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში გრძელდება. ციფრული ტრანსფორმაციის პროექტის ხელმძღვანელი, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის წევრ ქვეყნებთან ურთიერთობის თავმჯდომარე, ციფრული ტრანსფორმაციის და პლატფორმების მიმართულების ხელმძღვანელი და საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი დღეს ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს სტუმრობდნენ. დახურულ შეხვედრაზე ისაუბრეს საზოგადოებრივი მაუწყებლის როლსა და ფუნქციაზე დემოკრატიულ სახელმწიფოში. ევროპის მაუწყებელთა კავშირის დელეგაციის წარმომადგენლებმა დღეს რამდენიმე სამუშაო შეხვედრა გამართეს, მათ შორის საქართველოს პირველი არხის ტექნიკურ დირექტორთან, პროექტ „მრავალფეროვანი საქართველოსა“ და არხის ვებ პლატფორმის ხელმძღვანელებთან. „იბიუს“ დელეგაციამ ასევე დაათვალიერა საქართველოს პირველი არხის რამდენიმე სტუდია და საეთერო. შეგახსენებთ, რომ ბოლო წლებში არხზე ძირეული ტექნიკური გადაიარაღება განხორციელდა, რომელიც რამდენიმე კვირაში ახალი საეთეროების, სამონტაჟოს, საარქივო პროგრამის გაშვებით დასრულდება. ორ კვირაში ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის ყველა გადაცემის ავტომატიზაცია მოხდება, რაც მაღალი გარჩევადობის სატელევიზიო სტანდარტში ფუნქციონირებას უზრუნველყოფს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ევროპის მაუწყებელთა კავშირის წარმომადგენლები საქართველოს პირ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თავდასხმა საქართველოს პირველ არხზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კონფერენცია „ციფრული ტრანსფორმაციის ინიციატივა“ დასრულდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევროპის მაუწყებელთა კავშირის წარმომადგენელთა სამუშაო ვიზიტი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევროპის მაუწყებელთა კავშირის დელეგაციის ვიზიტი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევროპის მაუწყებელთა კავშირის რეგიონული კონფერენცია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევროპის მაუწყებელთა კავშირის დელეგაციის ვიზიტი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევროპის მაუწყებელთა კავშირის კონფერენცია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster