ევროპის მაუწყებელთა კავშირის კონფერენცია
პირველი არხი 13-14 თებერვალს თბილისში ევროპის მაუწყებელთა კავშირის რეგიონულ კონფერენცია-სემინარს, - „ციფრული ტრანსფორმაცია“, - უმასპინძლებს. სემინარში მონაწილეობას 10 ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლები მიიღებენ. ღონისძიების მიზანი ციფრული მედიის გამოწვევების შესახებ ინფორმაციის და გამოცდილების გაზიარება, თანამშრომლობის გაღრმავება და საუკეთესო პრაქტიკის გაცნობაა. სემინარს დაესწრებიან ევროპის მაუწყებელთა კავშირის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან ურთიერთობის ხელმძღვანელი, რადკა ბეთჩევა და ციფრული ტრანსფორმაციის პროექტის ხელმძღვანელი, საშა სკოტი. შეგახსენებთ, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, ევროპის მაუწყებელთა კავშირმა, ეუთო-მ და ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში, რეგიონული კონფერენცია-სემინარი წინა წლებშიც გამართეს. განხილვის მთავარი თემა რეგიონში საზოგადოებრივი მაუწყებლების ტრანსფორმაციის პროცესის ინსტიტუციონალური და სამართლებრივი გამოწვევები და თანამშრომლობის გზების დასახვა იყო. პირველი არხი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მედიის საკითხებზე საერთაშორისო ღონიძიებების გამართვას და ამ კუთხით ევროპის ქვეყნებთან და მათ საზოგადოებრივ მაუწყებლებთან პარტნიორობის გაძლიერებას. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ევროპის მაუწყებელთა კავშირის რეგიონული კონფერენცია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მაუწყებელთა კავშირის რეგიონული კონფერენცია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კონფერენცია „ციფრული ტრანსფორმაციის ინიციატივა“ დასრულდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საზოგადოებრივ მაუწყებელს ევროპის მაუწყებელთა კავშირის წარმოა...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ციფრული ტრანსფორმაციის ინიციატივა“
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კონფერენცია „ციფრული ტრანსფორმაციის ინიციატივა“
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#ახალიდღე პირველი არხი EBU-ს რეგიონულ კონფერენციას მასპინძლ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#მოამბე 21 საათზე, 15 ოქტომბერი, 2021 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster