დიფუზია, ოსმოსი, ფაგოციტოზი, პინოციტოზი

07/09/2015
ბიოლოგია-ის მიერ

დილით სკოლაში წასვლამდე ან ძილის წინ ჩაის დალევისას ბევრ თქვენგანს გიყვართ ცხელ ჩაიში შაქრის კუბიკების ჩაყრა. ცოტა ხანში, მითუმეტეს თუ გამოურევთ, ისინი ჩაიში გაიხსნებიან. ამ პროცესს ეწოდება დიფუზია, რაც ლათინურად ნიშნავს „გაბნევას“, „გავრცელებას“. ამ დროს გახსნილი ნივთიერების მოლეკულები ვრცელდებიან მთელ სითხეში.

0:09 - შესავალი
0:35 - დიფუზია
0:45 - პლაზმური მემბრანის გამეორება
0:59 - ოსმოსი
1:36 - ფაგოციტოზი vs პინოციტოზი


საგამოცდოდ თქვენ მოგეთხოვებათ ერთმანეთისგან განასხვავოთ დიფუზია და ოსმოსი.

ოსმოსი უდავოდ არის წყლის მოლეკულების მოძრაობა, ხოლო დიფუზია - წყალში გახსნილი მოლეკულების.

პლაზმურ მემბრანაზე საუბრისას (   • უჯრედის კედელი  ) ვთქვით, რომ არსებობს ენდოციტოზისა და ეგზოციტოზის პროცესები. ენდოციტოზის დროს პლაზმური მემბრანა შეფუთავს ნაწილაკებს და უჯრედის შიგნით შემოაქვს, ეგზოციტოზის დროს კი პირიქით - გააქვს.
ახლა კი გავარჩიოთ ენდოციტოზის ორი სახე - ფაგოციტოზი და პინოციტოზი. საგამოცდოდ უნდა შეგეძლოთ ისინი ერთმანეთისგან განასხვავოთ.

მარტივად რომ წარმოვიდგინოთ, ფაგოციტოზის დროს უჯრედი „ჭამს“ მყარ ნაწილაკებს, ხოლო პინოციტოზის დროს - „სვამს“ სითხეების წვეთებს.

უჯრედის ერთ-ერთი ორგანოიდი - ლიზოსომა - თავისი ფერმენტების მეშვეობით ინელებს უჯრედში შემოსულ ნაწილაკებს.

► შეგიძლიათ კომენტარებში დააფიქსიროთ თქვენი შენიშვნები, კითხვები, ასევე, რა თემაზე გსურთ შემდეგი ვიდეოების შექმნა და ა. შ.

► გამოიწერეთ არხი (Subscribe) - http://goo.gl/xu7FtO

► ნახეთ სხვა ვიდეოები სერიიდან \"ბიოლოგია გამოცდებისთვის\" - https://goo.gl/KtyhqP

► ვიდეოების ნაკრები \"ბიოლოგია გამოცდებისთვის\" იქმნება იმ მიზნით, რომ დაეხმაროს მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს ბიოლოგიის საატესტატო და ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, ასევე, ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადებზე წარმატების მიღწევაში.

► გამოყენებული მუსიკა - Ludovico Einaudi - divenire -    • Video  

გმადლობთ ყურადღებისათვის!
წარმატებებს გისურვებთ!
:)