პლაზმური მემბრანა, ფოსფოლიპიდი, ენდოციტოზი, ეგზოციტოზი

04.07.2015 03:09

► ამ ვიდეოში მოკლედ გადმოცემულია მემბრანის, ფოსფოლიპიდის, ენდოციტოზისა და ეგზოციტოზის არსი. 0:18 - მემბრანა 1:15 - ფოსფოლიპიდი. 1:36 - მემბრანაზე არსებული ცილოვანი არხები. 1:55 - ერთმემბრანიანი, ორმემბრანიანი და უმემბრანო ორგანელები. 2:17 - ენდოციტოზი. 2:35 - ეგზოციტოზი - პლაზმური მემბრანა არის თხელი გარსი, რომელიც შემოსაზღვრავს არა მარტო მთელ უჯრედს, არამედ უჯრედის შიგნით არსებულ მთელ რიგ ორგანელებს. - მემბრანა აგებულია მოლეკულისაგან, რომელსაც ეწოდება ფოსფოლიპიდი. ფოსფოლიპიდი შედგება ორი ნაწილისაგან თავისაგან და კუდისაგან. თავი შეიცავს ფოსფორის მოლეკულას, ხოლო კუდი - ლიპიდის, ანუ ცხიმის მოლეკულას. სწორედ აქედან მომდინარეობს ამ მოლეკულის სახელწოდებაც ("ფოსფო'ლიპიდი"). - არსებობს ერთმემბრანიანი, ორმემბრანიანი და უმემბრანო ორგანელები. ერთმემბრანიან ორგანელებს მიეკუთვნება ლიზოსომა ვაკუოლი, გოლჯის აპარატი, და ენდოპლაზმური ბადე. ორმემბრანიან ორგანელებს მიეკუთვნება მიტოქონდრია, პლასტიდი, ასევე უჯრედის ბირთვი. უმემბრანო ორგანელებს მიეკუთვნება რიბოსომა. ► ვიდეოების ნაკრები "ბიოლოგია გამოცდებისთვის" იქმნება იმ მიზნით, რომ დაეხმაროს მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს საატესტატო და ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებაში. ► ამ ვიდეოს გრძელი ვერსია - https://goo.gl/SuJ5cP ► გამოიწერეთ არხი (Subscribe) - http://goo.gl/q5TxUm ► ნახეთ სხვა ვიდეოები სერიიდან "ბიოლოგია გამოცდებისთვის" - https://goo.gl/InTy6t ☆ დიფუზია, ოსმოსი, ფაგოციტოზი, პინოციტოზი -    • დიფუზია, ოსმოსი, ფაგოციტოზი, პინოციტოზი

გაზიარება: