უჯრედის კედელი

07/04/2015
ბიოლოგია-ის მიერ

- უჯრედის კედელი არის სქელი გარსი პლაზმური მემბრანის ირგვლივ. ზოგადად, უჯრედის კედელი საგამოცდოდ ერთ-ერთი ყველაზე მარტივი თემაა, რადგან არც ერთ გამოცდაზე დაწვრილებით არასდროს არ უკითხავთ. უჯრედის კედელი არ უნდა აგერიოთ პლაზმურ მემბრანაში: პლაზმური მემბრანა არის უჯრედის უშუალო გარსი, ხოლო უჯრედის კედელი კი - დამატებითი სტრუქტურა, რომელიც მოთავსებულია უშუალოდ პლაზმური მემბრანის გარეთ.
- ეროვნულ გამოცდებზე იყო ასეთი კითხვა: \"ჩამოთვლილთაგან რომელი გვხვდება როგორც მცენარეულ, ასევე ბატერიულ და ცხოველურ უჯრედში?\" თქვენ არ უნდა შემოგეხაზათ 'უჯრედის კედელი', რადგან ის ცხოველურ უჯრედებში არ გვხვდება, არამედ უნდა აგერჩიათ, მაგალითად, რიბოსომა, რომელიც არსებობს როგორც ცხოველურ, ასევე მცენარეულ და ბაქტერიულ უჯრედებში.
- ოლიმპიადებზე შედარებით გართულებული კითხვა იყო - აქ უკვე უნდა დაგეკონკრეტებინათ, რომ მცენარეული უჯრედის კედელი შეიცავს ცელულოზას, ხოლო სოკოს უჯრედის კედელი შეიცავს ქიტინს.

► შეგიძლიათ კომენტარებში დააფიქსიროთ თქვენი შენიშვნები, კითხვები, ასევე, რა თემაზე გსურთ შემდეგი ვიდეოების შექმნა და ა. შ.

► გამოიწერეთ არხი (Subscribe) - http://goo.gl/xu7FtO

► ნახეთ სხვა ვიდეოები სერიიდან \"ბიოლოგია გამოცდებისთვის\" - https://goo.gl/KtyhqP

► ვიდეოების ნაკრები \"ბიოლოგია გამოცდებისთვის\" იქმნება იმ მიზნით, რომ დაეხმაროს მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს ბიოლოგიის საატესტატო და ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, ასევე, ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადებზე წარმატების მიღწევაში.

☆ დიფუზია, ოსმოსი, ფაგოციტოზი, პინოციტოზი -    • დიფუზია, ოსმოსი, ფაგოციტოზი, პინოციტოზი  

გამოყენებული მუსიკა - https://goo.gl/AN1a6o

გმადლობთ ყურადღებისათვის!
წარმატებებს გისურვებთ!
:)