აშშ-ის თავდაცვითი უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტოს გადაწყვეტილება
ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვითი უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტომ საქართველოსთვის 30 მილიონი დოლარის ღირებულების „ჯაველინის“ რაკეტებისა და მასთან დაკავშირებული აღჭურვილობის შესაძლო გაყიდვა დაამტკიცა. ამის შესახებ სააგენტომ კონგრესს დღეს აცნობა. სააგენტოს განცხადების თანახმად, საქართველოს მთავრობამ მოითხოვა „ჯაველინის“ ტანკსაწინააღმდეგო მართვადი 82 რაკეტისა და 46 მართვადი გამშვები დანადგარის შესყიდვა. „აღნიშნული შემოთავაზებული გაყიდვა, საქართველოს უსაფრთხოების გაუმჯობესების გზით, გააძლიერებს ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკასა და ეროვნულ უსაფრთხოებას. საქართველო ადვილად შეძლებს აღნიშნული სისტემის შეთავსებას საკუთარ შეიარაღებულ ძალებთან. საქართველო სტრატეგიული პარტნიორია და რეგიონის უსაფრთხოებასა და სტაბილურობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს. „ჯაველინის“ სისტემა დაეხმარება საქართველოს, გააძლიეროს საკუთარი თავდაცვისუნარიანობა და დაიცვას თავისი სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა. აღნიშნული აღჭურვილობის შემოთავაზებული გაყიდვა და მხარდაჭერა არ შეცვლის რეგიონში ძირითად სამხედრო ბალანსს“, – ნათქვამია თავდაცვითი უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტოს განცხადებაში. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ლევან იზორიამ პენტაგონში შეხვედრა გამართა
სააგენტო GUARDIAN GE
აშშ-ს თავდაცვის ავტორიზაციის აქტი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პოლონეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ირაკლი ღარიბაშვილმა პენტაგონის წარმომადგენელს უმასპინძლა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აშშ-ის თავდაცვის მდივნის ვიზიტის შეფასება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
18 ოქტომბერს, საქართველოში აშშ-ის თავდაცვის მდივნი ჩამოვა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ჯუანშერ ბურჭულაძე ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალში მონაწილეობს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster