აშშ-ის თავდაცვის მდივნის ვიზიტის შეფასება

19.10.2021 06:37

თბილისში ხელმოწერილი მემორანდუმი გავლენიანი საერთაშორისო გამოცემების ფურცლებზე. ექვსწლიანი ხელშეკრულება საქართველო-ამერიკის ურთიერთობების ახალ დონეზე გადასვლის წინაპირობა და უსაფრთხოების სფეროში სტრატეგიული პარტნიორების თანამშრომლობის მთავარი საყრდენი უნდა გახდეს. მემორანდუმი, რომელიც ამერიკის თავდაცვის მდივანმა ქართველ კოლეგასთან გუშინ გააფორმა, პირველ რიგში რუსეთიდან მომდინარე მზარდი საფრთხეების შეკავების კონტექსტში ფასდება. საქართველოს თავდაცვის და შეკავების გაძლიერების ახალ ინიციატივაზე ხელმოწერილი დოკუმენტი ლოიდ ოსტინის ვიზიტის შემდეგ ერთ-ერთი მთავარი თემაა. პოლიტიკური სპექტრი თანხმდება, რომ საქართველოში ჩამოსული პენტაგონის ხელმძღვანელის მხარდამჭერი გზავნილები და მოსკოვის მისამართით საკმაოდ მკაცრი რიტორიკა საქართველო-ამერიკის მჭიდრო ურთიერთობის დასტურია. ვიზიტის მნიშვნელობას კიდევ უფრო ზრდის ის გარემოება, რომ აშშ-ის თავდაცვის მდივანი თბილისიდან კიევში გაემგზავრა, სადაც ნატოში საქართველოს და უკრაინის გაწევრიანების პერსპექტივაზე მოსკოვის მისამართით საკმაოდ მკაფიო გზავნილები გააჟღერა. რეგიონულ ტურნეს ლოიდ ოსტინი ბრიუსელში, სწორედ ნატოს თავდაცვის მინისტერიალზე დაასრულებს.  ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

აშშ-ის თავდაცვის მდივნის ვიზიტი - შეფასებები თბილისში
02:22

აშშ-ის თავდაცვის მდივნის ვიზიტი - შეფასებები თბილისში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

გიორგი გახარიას და მაიკ პომპეოს შეხვედრა
03:37

გიორგი გახარიას და მაიკ პომპეოს შეხვედრა

MULTIMEDIA GE

აშშ-ის თავდაცვის მდივნის ვიზიტი საქართველოში
04:25

აშშ-ის თავდაცვის მდივნის ვიზიტი საქართველოში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

აშშ-ის თავდაცვის მდივნის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში
00:37

აშშ-ის თავდაცვის მდივნის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

აშშ-ის თავდაცვის მდივნის ვიზიტი
05:25

აშშ-ის თავდაცვის მდივნის ვიზიტი

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ლევან იზორიამ პენტაგონში შეხვედრა გამართა
02:38

ლევან იზორიამ პენტაგონში შეხვედრა გამართა

სააგენტო GUARDIAN GE

ირაკლი ღარიბაშვილმა პენტაგონის წარმომადგენელს უმასპინძლა
01:18

ირაკლი ღარიბაშვილმა პენტაგონის წარმომადგენელს უმასპინძლა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ჯუანშერ ბურჭულაძე ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალში მონაწილეობს
01:05

ჯუანშერ ბურჭულაძე ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალში მონაწილეობს

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო