„ცოცხალი წიგნების“ ბოლო ტური რეგიონებში სტუმრობა კახეთში
10/07/2015
culturegovge culturegovge-ის
მიერ
„ცოცხალი წიგნების“ სტუმრობა რეგიონებში სრულდება. 7-8-9 ოქტომბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტ „ცოცხალ წიგნებში“ მონაწილე მწერალთა ბოლო ჯგუფი კახეთს ესტუმრება. თანამედროვე ქართველი მწერლების 5 კაციანი მობილური ჯგუფის შემადგენლობაში არიან: მაკა ჯოხაძე, თემურ ჩხეტიანი, სოსო მეშველიანი, მიშა ღანიშაშვილი, მაია სარიშვილი. მეგობარი მწერლის სტატუსით იქნებიან ნიკა ჯორჯანელი და შოთა იათაშვილი. ჯგუფს თან ახლავს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მრჩეველი ქეთევან დუმბაძე და პროექტის კოორდინატორი მარიამ წიკლაური.
„ცოცხალი წიგნები“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს უპრეცენდენტოდ მასშტაბური ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტია და გულისხმობს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სოფლებისა და ქალაქების საჯარო სკოლებში, ბიბლიოთეკებში, მუზეუმებში, კულტურის სახლებსა და სხვა საჯარო დაწესებულებებში თანამედროვე მწერლების სტუმრობას და მკითხველთან შეხვედრას. პროექტის ფარგლებში ეწყობა პოეზიის საღამოები და იმართება დისკუსიები ადგილობრივ მოსახლეობასთან მათთვის საინტერესო თემებზე.
განრიგი:
7 ოქტომბერი : ახმეტა - 14.00 სთ – ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ახალგაზრდული კლუბი;
16.00 სთ - ზემო ალვანის საკლუბო გაერთიანება;
8 ოქტომბერი; თელავი - 15.00 სთ - საბიბლიოთეკო გაერთიანება ან უნივერსიტეტის დარბაზი ;
9 ოქტომბერი; ყვარელი - 13.00 სთ - ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი;
9 ოქტომბერი; ლაგოდეხი - 17.00 - მუსიკალური სკოლის დარბაზი.
http://www.culture.gov.ge/
/ culturegovge
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
/ culturegovge
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045