ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის ვიზიტი

22.09.2018 03:51

მე ძალიან მომწონს სამშვიდობო გეგმა "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ", რომელიც საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა, რაც ხელს შეუწყობს ხალხთა შორის კონტაქტს, განათლების მიღებას, სამედიცინო მომსახურების მიღებას - აცხადებს ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე "მოამბესთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში. როუზ გოტემოლერი სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს ოკუპირებულ ტერიტორიებად მოიხსენიებს და ამბობს, რომ ნატო-ში კარგად იციან, ომის რა მძიმე შედეგებთან უწევს ყოველდღიურად ქართველ ხალხს გამკლავება.  “თუ თქვენ აკეთებთ ყველაფერს ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად, და მეორე მხრივ, აგრძელებთ რეფორმებს და ასევე პროგრესია ნატო-ში გაწევრიანების გზაზე, მაშინ დამიჯერეთ, რომ ეს არის საუკეთესო პასუხი სკეპტიკოსებისთვის - ასეთია ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის პოზიცია. ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა უმასპინძლა. ღონისძიება მშვიდობის საერთაშორისო დღეს ეძღვნებოდა. მიღებაზე მიწვეული იყო პირველი არხის ჟურნალისტი ქეთევან ქარდავა, რომელსაც სახელმწიფო მინისტრმა მადლობა გადაუხადა. ქეთი ქარდავა თავად აღმოჩნდა თანამედროვეობის უდიდესი გამოწვევის – ტერორისტული თავდასხმის ეპიცენტრში და ამ კრიტიკულ მომენტშიც მოახერხა, მსოფლიოსთვის ის შემზარავი კადრები ეჩვენებინა, რათა კიდევ უფრო მეტი ადამიანი დაფიქრდეს მშვიდობაზე, მშვიდობის ფასზე და მისი შენარჩუნების აუცილებლობაზე, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchanne... გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის განცხადება
05:05

ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის განცხადება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საქართველოში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი გაიმართება
00:46

საქართველოში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი გაიმართება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი - შეხვედრები NATO-ს შტაბ-ბინაში
03:40

საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი - შეხვედრები NATO-ს შტაბ-ბი...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

დავით ზალკალიანის ვიზიტი ბრიუსელში
01:32

დავით ზალკალიანის ვიზიტი ბრიუსელში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი
05:19

ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

შალვა პაპუაშვილის ვიზიტი ბრიუსელში
01:41

შალვა პაპუაშვილის ვიზიტი ბრიუსელში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

როუზ გოტმიოლერიმ სანაპირო დაცვის ხომალდები დაათვალიერა
01:48

როუზ გოტმიოლერიმ სანაპირო დაცვის ხომალდები დაათვალიერა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი ბრიუსელში
07:02

პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი ბრიუსელში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო