მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია დასრულდა


ცოტა ხნის წინ დასრულდა მიუნხენის უსაფრთხოების 59-ე კონფერენცია, რომელმაც სამი დღის განმავლობაში გერმანიაში მსოფლიო ლიდერები შეკრიბა. კონფერენციის დახურვამდე ბოლო პანელები გაიმართა - მთავარი განსახილველი თემები უკრაინაში მიმდინარე ომი, უსაფრთხოება და ევროკავშირის გაფართოება იყო. დღეს პანელურ დისკუსიაზე ჯოზეფ ბორელს მოუსმინეს, რომელმაც განაცხადა, რომ უკრაინა, მოლდოვა და მოგვიანებით საქართველო გაერთიანების წევრები გახდებიან. ოდნავ მოგვიანებით გამართულ პანელზე კი საკმაოდ თავისუფალი განცხადებები მოვისმინეთ ევროკავშირის გაფართოების პერსპექტივებზე, მათ შორის საქართველოს ევროპულ მომავალთან დაკავშირებით.

ანა ბროლაძე მიუნხენის კონფერენციის მესამე დღის დასკვნითი დისკუსიის დეტალებით.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან