მოსამართლეების სია და პოლიტიკური განცხადებები

14.01.2019 06:07

იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, დიდი ალბათობით, პარლამენტისთვის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა ახალი სიის წარდგენა მოუწევს. მანამდე კი კანდიდატურების შესარჩევი პროცედურები და კრიტერიუმები უნდა გაიწეროს. ამ მიზნით რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივა მზადდება. პარალელურად, პოლიტიკურ დღის წესრიგში რჩება მმართველ გუნდში არსებული უთანხმოება. თანაგუნდელები ამჯერად იმაზე დავობენ, თუ რომელმა მხარემ შეაჩერა მოსამართლეობის კანდიდატთა 10-კაციანი სადავო სიის დამტკიცების პროცესი. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: